თეგი: ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხევაში, ევროკომისიამ აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად შეიმუშავა სანქციების ძლიერი პაკეტი

ევროკომისიამ აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად შეიმუშავა სანქციების ძლიერი და ყოვლისმომცველი პაკეტი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „სანქციები მოიცავს ფინანსურ ასპექტსაც: თავდასხმის შემთხვევაში ჩვენ შევზღუდავთ ფინანსურ ბაზრებზე რუსეთის წვდომას და დავაწესებთ საექსპორტო კონტროლს, რაც რუსეთს ეკონომიკის მოდერნიზების საშუალებას არ მისცემს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაღალტექნოლოგიური საქონელი, რომლის ჩანაცვლებაც რუსეთს არ შეუძლია“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.  

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთი თავს დაესხა ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას

რუსეთი თავს დაესხა არა მხოლოდ დონბასს, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან მოუწოდა რუსეთს სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს სექტორულ სანქციებს დაუწესებენ. „დღეს დილით რუსული ჯარები შეიჭრნენ უკრაინაში, სუვერენულ და თავისუფალ ქვეყანაში და ახლა იქ უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. ჩვენ ვგმობთ ამ ბარბაროსულ აქტს და იმ ცინიკურ არგუმენტებს, რომელიც რუსულ მხარეს მოჰყავს. სინამდვილე კი ის არის, რომ პუტინმა დააბრუნა ომი ევროპაში. ამ საშინელ წუთებში ევროკავშირი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთი თავს დაესხა არა მხოლოდ დონბასს, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ის საფრთხეს უქმნის რუსი ხალხის მომავალსაც, რის გამოც მას დიდი საფასურის გადახდა მოუწევს", - განაცხადა მან. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა  ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინაში ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ნაბიჯებს გადადგამს

"უკრაინაში ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ნაბიჯებს გადადგამს", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბუქარესტში ვიზიტისას რუმინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დავაწესეთ უპრეცედენტო სანქციები. ეს სანქციები ასევე დააწესეს მთელს მსოფლიოში ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა. ჩვენს მიერ წარდგენილი სანქციების სამ ტალღას უკვე აქვს გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, პუტინის ომის ძალისხმევაზე. ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ, თუ ვითარება ადგილზე გაუარესდება. ამავე დროს, ჩვენ შურისძიების შემთხვევისთვის ვემზადებით, კერძოდ ჩვენ ვემზადებით ჩვენი ენერგომომარაგების დივერსიფიცირებაზე“, – განაცხადა ლაიენმა. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი: სასწორზეა ევროპის მომავალი. პირდაპირი ევროპარლამენტიდან

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო

უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინას ევროკავშირის მიერ მაკროეკონომიკური დახმარების მეორე ტრანშის ფარგლებში, 300 მილიონი ევროს ოდენობის თანხა გამოიყოფა. „უკრაინის მამაცი ხალხი ამ ფულს ახლა საჭიროებს. მე დავარწმუნე უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ევროკავშირის უცვლელ მხარდაჭერაში. უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო. დრო, რომელიც ახლაა, მოითხოვს ხედვას, სიმტკიცესა და გამძლეობას, რომ გადაიდგას ერთი რთული ნაბიჯი მეორის შემდეგ. ევროკომისია ამ გზაზე წინ ივლის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხევაში, ევროკომისიამ აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად შეიმუშავა სანქციების ძლიერი პაკეტი

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის. სასწრაფოდ დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებაა საჭირო. სამხედრო დანაშაულებების ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ასევე წაიკითხეთ: რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინაში რუსეთის ქმედებებს სამხედრო დანაშაული ჰქვია

"უკრაინაში რუსეთის ქმედებებს სამხედრო დანაშაული ჰქვია", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენიმ განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ბუჩას მოვლენების შემდეგ, როგორც არასდროს, ევროკავშირი უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას. „მხოლოდ შვიდი კვირის წინ, ბუჩა იყო მეგობრული და მშვიდი დასახლება კიევის შემოგარენში, თუმცა გასულ კვირას, ბუჩაში მოკლეს თავად ადამიანობა. ის მოკლეს ცივსისხლიანად, ხელებშეკრული, თავში ტყვიის გასროლით. ჩვენ ყველამ ვიხილეთ შემზარავი სურათები ბუჩადან. ჩვენ მოვისმინეთ მათი ჩვენებები, ვინც ახლა, რუსეთის არმიის წასვლის შემდეგ, თავისუფლად საუბრობს. „ისინი ესროდნენ ყველას, ვისაც ხედავდნენ“, თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა პუტინის სამხედროების შესახებ. აი, ეს ხდება, როდესაც პუტინის სამხედროები იკავებენ უკრაინულ ტერიტორიას. ისინი ამას გათავისუფლებას უწოდებენ. არა, ჩვენ ვუწოდებთ ამას სამხედრო დანაშაულებს. ჩვენ ნამდვილად უნდა დავარქვათ ამას თავისი სახელი. ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად ჩამოაყალიბა საერთო საგამოძიებო გუნდი ადგილზე მტკიცებულებებისა და ჩვენებების შესაგროვებლად. ჩვენ პასუხს ვაგებინებთ მათ, ვინც პასუხისმგებელია სამხედრო დანაშაულებზე. დამნაშავეებმა უნდა გადაიხადონ. ბუჩას მოვლენების შემდეგ, როგორც არასდროს, ევროკავშირი უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში გაემგზავრა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრა. როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი კიევში უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პოლონურ ქალაქ ფშემისლიდან მატარებლით გაემგზავრა. დელეგაციის წევრთა შორის ასევე არიან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი და ევროპარლამენტართა ნაწილი. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდნენ. „ჩვენ ვიხილეთ პუტინის არმიის ცივი სახე, ჩვენ ვიხილეთ უგუნურება და ცივსისხლიანობა, რომლითაც მათ ოკუპირებული ჰქონდათ ეს ქალაქი. აქ, ბუჩაში ჩვენ ვნახეთ, როგორ მოკლეს ადამიანობა. ბუჩას მოსახლეობასთან ერთად, მთელი მსოფლიო გლოვობს. ისინი არიან ადამიანები, ვინც იცავენ ევროპის საზღვარს, ადამიანობას, დემოკრატიას და შესაბამისად, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებთან. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში გაემგზავრა ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

ევროკომისიის პრეზიდენტი ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერს წერილით მიმართავს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერს წერილით მიმართავს. ფონ დერ ლეიენის სახელით წერილი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს მისმა თანაშემწემ ბიორნ სეიბერტიმ მისწერა. როგორც წერილშია ნათქვამი, ფონ დერ ლეიენი მიიჩნევს, რომ როგორც მართლმსაჯულების, ისე საარჩევნო და დემოკრატიული რეფორმები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაცია შეიტანა. “პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა მთხოვა მადლობა გადამეხადა თქვენი წერილისთვის, რომელიც შეეხებოდა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ბოდიში დაგვიანებული პასუხისათვის. ჩვენ სრულიად გეთანხმებით მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმების მნიშვნელობასათან დაკავშირებით. ეს რეფორმები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, როგორც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ეფექტურად შესრულების თვალსაზრისით, ასევე საქართველოს ევროპული ამბიციის წინ წასაწევად. ინკლუზიური რეფორმების დროული მიღება და განხორციელება საუკეთესო შესაძლებლობაა ხელშესახები პროგრესის მისაღწევად საქართველოს დემოკრატიისა და მედეგობის შემდგომი შენების საქმეში, ასევე პასუხობს პოლარიზაციის გამოწვევას, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სისტემაზე ახდენს გავლენას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მართლმსაჯულების სექტორსა და დემოკრატიულ რეფორმებს. რამდენადაც პირველადი პასუხისმგებლობა ამ მხრივ ხელისუფლებას ეკისრება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთობლივი წვლილი შეიტანოს დეესკალაციაში და კონსტრუქციული რეფორმისტული დღის წესრიგის გატარებაში. მსგავსი ძალისხმევები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა, იმ ფონზე როდესაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაცია შეიტანა. 2021 წლის დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიერ მიღებულ დეკლარაციაში ნათლად იქნა აღნიშული, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფორმებს, ფარგლებსა და ხარისხს, სხვა ასპექტებთან ერთად, სწორედ რეფორმების ტემპი და ხარისხი განსაზღვრავს. ევროპული კავშირის პირობითობის პრინციპი და ინცენტივებზე დაფუძნებული მიდგომა („მეტი მეტისთვის“, „ნაკლები ნაკლებისთვის“) სარგებელს აძლევს იმ პარტნიორებს, რომელიც ყველაზე მეტად ახორციელებენ რეფორმებს. ამას ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარნტიორობის ფორუმზეც. საქართველოსა და მისი მოქალაქეების სასიკეთოდ, ევროპული კავშირი განაგრძობს ამბიციური რეფორმების ადვოკატირებას,“- წერს ბიორნ სეიბერტი. ერთობლივი წერილი ოპოზიციური პარტიების სახელზე პარტიებმა გუშინ მიიღეს. გზავნილის ადრესატები ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეები - გიგა ბოკერია, მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია და ზურა (გირჩი) ჯაფარიძე არიან.

მედია: ევროკომისიამ რუსეთის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ რუსეთის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. ინფორმაცია Deutsche Welle AFP-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ვრცელდება. პატრიარქ კირილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები ეკონომიკური ზომების ახალი პაკეტის ნაწილია, რომელზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ისაუბრა. AFP-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ახალი სანქციები 58 ადამიანის წინააღმდეგ წესდება, მათ შორის, რუსი სამხედროების და კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ოჯახის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ამასთან, Sberbank, რუსეთის უმსხვილესი ბანკი, გაითიშება SWIFT საბანკო გადარიცხვების სისტემიდან. ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, Sberbank-ი SWIFT-დან გაითიშება  

ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, Sberbank-ი SWIFT-დან გაითიშება

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ამასთან, Sberbank, რუსეთის უმსხვილესი ბანკი, გაითიშება SWIFT საბანკო გადარიცხვების სისტემიდან. ევროკომისიის პრეზიდენტმა სანქციების პაკეტის დეტალებზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ რუსმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა, რომლებმაც ჩაიდინეს ომის დანაშაულები ბუჩასა და მარიუპოლში, ასევე უნდა აგონ პასუხი.  ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის „რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო გადახდების სისტემიდან გათიშვა უნდა მოხდეს. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა მოხდეს, რითაც ჩვენს პარტნიორებს საშუალებას მივცემთ, უზრუნველყონ მიწოდების ალტერნატიული მარშრუტები და მინიმუმამდე დავიყვანოთ გლობალურ ბაზრებზე გავლენა“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. შეგახსენებთ, რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს შემთხვევაში სლოვაკეთი მოითხოვს, რომ მასზე გამონაკლისი გავრცელდეს. ეს ქვეყანა ევროკავშირის ნებისმიერი ემბარგოსგან გათავისუფლებას მოითხოვს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნები უნგრეთი და სლოვაკეთი შეძლებენ, გააგრძელონ რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანას შეეძლება, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რუსული ნავთობის ემბარგოთი ისარგებლოს. იმისთვის, რომ ბრიუსელის გეგმას ვეტო არ დაადონ ქვეყნებმა, რომლებიც უფრო მეტად დამოკიდებულნი არიან რუსულ ნავთობზე, ევროკავშირმა უნგრეთსა და სლოვაკეთს ემბარგოს განსახორციელებლად უფრო ხანგრძლივი პერიოდი შესთავაზა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, არამედ ის არღვევს საერთაშორისო წესრიგის ბირთვს

"რუსეთი დღეს არის ყველაზე პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომით და მისი შემაშფოთებელი პაქტით ჩინეთთან", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „რუსეთი დღეს არის ყველაზე პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომით და მისი შემაშფოთებელი პაქტით ჩინეთთან. რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, არამედ ის არღვევს საერთაშორისო წესრიგის ბირთვს, მათ შორის აზიას. ეს შეუწყნარებელია,", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა ტოკიოში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფუმიო კიშიდასთან შეხვედრის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთი თავს დაესხა ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის  

ევროკომისია უკრაინისთვის €9 მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა

"ევროკომისია უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „უკრაინა ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება და იცავს ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ ვიქნებით მათ მხარეს მთელი ამ ომის განმავლობაში და როდესაც ისინი თავიანთი ქვეყნის აღდგენას დაიწყებენ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ევროკომისიის პრეზიდენტი: ამ ბრძოლაში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და პუტინის აგრესია სტრატეგიული წარუმატებლობა უნდა იყოს

რუსეთის აგრესიის შეკავება მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში და პუტინის აგრესია უნდა იყოს სტრატეგიული წარუმატებლობა, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. „სწორედ ამიტომ, რუსეთის აგრესიის შეკავება მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში და პუტინის აგრესია უნდა იყოს სტრატეგიული წარუმატებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ უპირატესობა მოიპოვოს და საკუთარი მომავალი კვლავაც თავად განსაზღვროს. პირველად ისტორიაში ევროკავშირი აწვდის შეიარაღებას ქვეყანას, რომელსაც თავს ესხმიან. ჩვენ ვახდენთ ევროკავშირის ეკონომიკური ძალის სრულ მობილიზაციას. ჩვენი და ცალკეული კომპანიების სანქციები გამოფიტავენ რუსეთის ეკონომიკას და შესაბამისად, ფიტავენ კრემლის ომის მანქანას", - განაცხადა მან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 234 ბავშვი დაიღუპა გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა  

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა გაზის საცავების 80% დაგეგმილ ვადაზე ორი თვით ადრე შეავსო

"ჩვენ უზრუნველვყოფთ წყაროების დივერსიფიცირებას, ვზოგავთ ენერგიას და ვინახავთ მას. ჩვენი გაზის საწყობი უკვე 80%-ითაა შევსებული", - ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განცხადა. რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა მისივე თქმით, განახლებადი წყაროებია საჭირო, რადგან რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება შემცირდეს. „ევროკავშირის დონეზე, ჩვენ უზრუნველვყოფთ წყაროების დივერსიფიცირებას, ვზოგავთ ენერგიას და ვინახავთ მას. ჩვენი გაზის საწყობი უკვე 80%-ითაა შევსებული, მაგრამ იმისთვის, რომ შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე, განახლებადი წყაროები გვჭირდება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. „გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს დღეს დილიდან რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყვიტა. კომპანია „გაზპრომი“ ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოზე მიუთითებს და ამბობს, რომ გაზის მიწოდება 3 სექტემბრის 04:00 საათამდე შეწყდება.  

ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში იმყოფება

რამდენი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, - ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. უკრაინის ჯარმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან, 388 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა ვოლოდიმირ ზელენსკი: დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს დროშასთან ერთად, ნორმალური ცხოვრება ბრუნდება „ომის დაწყების შემდეგ ჩემი მესამე ვიზიტი კიევში. რამდენი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე. ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში უკვე მესამედ ჩავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ოლექსი დანილოვი: რუსეთი განწირულია დაშლისთვის უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს - ბაიდენი ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული ჩვენი კავშირისკენ წინსვლა - ევროკომისიის პრეზიდენტი

ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული ჩვენი კავშირისკენ წინსვლა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი მხარდაჭერა ყველა შესაძლო გზით. ეს არის ევროპის მომენტი. ჩვენზეა დამოკიდებული ამ მომენტის გამოყენება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

ევროკომისიის პრეზიდენტი: ბუქარესტში ვარ, რათა სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა განვიხილოთ

ბუქარესტში ვარ, რათა სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა განვიხილოთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ წერს. „იმედისმომცემი პარტნიორობა, პოტენციალით სავსე ევროპაში მწვანე ენერგიის ნაკადისთვის. ენერგია, რომელსაც შეგვიძლია, დავეყრდნოთ ჩვენი საერთო მომავლისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობის მეთაურები დღეს ხელს მოაწერენ შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“.  

ევროკომისიის პრეზიდენტი: მოხარული ვარ, რომ საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე

შავი ზღვის ორი სანაპირო არასდროს ყოფილა უფრო ახლოს - მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს „შავი ზღვის ორი სანაპირო, დასავლეთი და აღმოსავლეთი, ასე ახლოს არასდროს ყოფილა! მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგო შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიაზე. ახლა ჩვენ ვამყარებთ უფრო მტკიცე ენერგეტიკულ ურთიერთკავშირებს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი უსრულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე. ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.